ახალი პროტოლპ;ით კოვიდინფიცირებულის ახლო კონტაქტები თვითიზოლაციაში ტესტირების გარეშე გადავლენ
ყოველდღიურად კორონავირუსის რეკორდული ნიშნულის ფონზე, ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას არწმუნებს, რომ საწოლ ფონდი და ტესტების საჭირო მარაგი მობილიზებულია. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ვითარება ახლა კონტროლირებადია, თუმცა ადამიანური რესურსი არ არის შეუზღუდავი. მთავრობა მოქალაქეებს წესების შესრულებისკენ მოუწოდებს.
