სამხედრო ქალაქის მშენებლობა დაიწყო
მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის" მშენებლობა დაიწყო. დღეს ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩააგდეს, ღონისძიებაში თავდაცვის მინისტრთან ერთად ის სამხედროები და მათი ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ, ვინც "არმი სითის" მცხოვრები უნდა გახდეს. პროექტის მიხედვით, შენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება. მახათას მთაზე 7-სართულიანი 39 კორპუსი უნდა აშენდეს.
