ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში, კორონავირუსის 69 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში, კორონავირუსის 69 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ეგრეთ წოდებული მოსახლეობის კორონა ვირუსისგან დაცვის ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი 60 წლის ქალია, რომელიც პირველი ოქტომბრიდან გუდაუთის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.
