ეპიდემიოლოგთა ყურადღების ცენტრში ისევ აჭარაა
კოვიდ 19-ს მხოლოდ მიმდინარე კვირას 18 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო ორი დღეა დღიურად 400-ზე მეტი ადამიანი ინფიცირდება. თუმცა იზრდება განკურნებულთა რაოდენობაც. მკურნალობას განაგრძობს 3379 პაციენტი, 38-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 36 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. აქედან 9 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა. დღეს გარდაცვლილ პაციენტთაგან ნაწილი სწორედ ბათუმს უკავშირდება, ნაწილი ქუთაისს. სპეციალისტები მოსახლეობას პირბადის ღია სივრცეში გამოყენებას ურჩევენ, ხანდაზმულებს და რისკ-ჯგუფის წარმომადგენლებს კი შინ დარჩენას. საკოორდინაციო საბჭომ ტესტირების პროტოკოლში ცვლილებები შეიტანა და ინფიცირებულთა კონტაქტების უსაფრთხოების წესი გაამკაცრა.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
