ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში დებატები აღარ შედგება
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ინფორმაცია საკმარისად მიიჩნია და საკითხს 2021 წლის მარტამდე აღარ დაუბრუნდება. საუბარია მხოლოდ საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდზე. დაკავებისა და პატიმრობის კანონიერება, სამინისტროს განმარტებით, დღის წესრიგიდან ჯერ კიდევ 2018 წელს მოიხსნა. მინისტრთა კომიტეტი საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, გაგრძელდეს ეფექტიანი გამოძიება და კომიტეტის ინფორმირებულობა უზრუნველყოს.
