საარჩევნო პროგრამის წარდგენამდე საზოგადოებას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ მიმართა
ბიძინა ივანიშვილმა გასული რვა წელი შეაჯამა და გაიხსენა ის რეჟიმი, რომლის მმართველობაც „ოცნების“ გუნდმა 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებით დაასრულა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლების დაკარგვისთანავე დაიწყო რევანშზე ფიქრი, თუმცა მისი შეფასებით, ცინიზმია, როდესაც ეს გუნდი კვლავ ცდილობს ხალხის მოტყუებას და შეუზღუდავი ძალაუფლების დაბრუნებას. „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მთლიანად შეცვალა პოლიტიკური ფილოსოფია და უმთავრეს პრიორიტეტად ადამიანი აქცია, - აცხადებს ივანიშვილი და მიიჩნევს, რომ ხალხს ახსოვს წარსული, ხედავს პროგრესს და შეუძლია სწორი არჩევანი გააკეთოს. მმართველი პარტიის დამფუძნებელმა სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა.
