საქართველოში ამერიკის ელჩი, საქართველოს პარლამენტის მიერ საერთო სასამართლოების შესახებ ახალი კანონპროექტის დამტკიცებას მიესალმება
კელი დეგნანი ხელისუფლების მიერ ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს მნიშვნელოვანს უწოდებს. „საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სასამართლოს სისტემის გასაუმჯობესებლად და ჩვენგან პარლამენტი შექებას იმსახურებს იმისთვის, რომ მუშაობდა და პრიორიტეტს ანიჭებდა ამ მიმართულებებს, აქ ასახულია ყველა ის რეკომენდაცია, რომლებიც ვენეციის კომისიას ჰქონდა ამ პროცესთან დაკავშირებით - განაცხადა დიპლომატმა.
