სტიქიის ზონაში მაშველებმა სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს
გარდაცვლილია ორი მამაკაცი და ერთი ქალი. ცხედრები ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს. 200-მდე მაშველი სამძებრო ოპერაციას ამ დრომდე განაგრძობს და კიდევ ორ ადამინს, დაკარგულ მამა-შვილს ეძებს. ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში, სადაც გუშინ ღამით მეწყერი ჩამოწვა, ამ დროისათვის ამინდი გაუარესდა, რაც რთულ რელიეფთან ერთად, დამატებით პრობლემებს ქმნის
სიუჟეტის ავტორი: დაჯი ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
