დონალდ ტრამპს და აშშ-ის პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდათ
აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს მელანიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა. „კარანტინისა და გამოჯანმრთელების პროცესს დაუყოვნებლივ გავივლით. ამ გზას ერთად გავივლით“, - წერს დონალდ ტრამპი. კოვიდინფექცია დაუდასტურდა ტრამპის მრჩეველსაც. ჰოუფ ჰიქსი 29 სექტემბერს, დონალდ ტრამპს ოჰაიოში ახლდა, სადაც მოქმედმა პრეზიდენტმა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატ, ჯოზეფ ბაიდენთან დებატები გამართა.
