გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანის სასამართლო პროცესი გრძელდება
ამ შემთხვევაში ბრალდებულებს ძალადობის ორგანიზებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავებიან. დღევანდელ სხდომაზე გამომძიებელი დაიკითხება, მტკიცებულების სახით კი პროკურატურა სატელეფონო ზარების ამონაწერის ნუსხას წარადგენს. პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის თქმით, სატელეფონო ანძებით დასტურდება ბრალდებულების გადაადგილება მცხეთიდან თბილისის და შემდგომ თბილისიდან მცხეთის მიმართულებით. დღესვე ბრალდებულების ტანსაცმელსაც გამოიკვლევენ.
