პრემიერ-მინისტრი შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ან ლინდეს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო შვედეთთან, როგორც ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარე ქვეყანასთან, საერთაშორისო პარტნიორობის აქტუალურ საკითხებს. შეხვედრისას, ხაზი გაესვა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. საუბრის ერთ ერთი თემა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიც იყო.
