საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა
მარინა ენდელაძის თქმით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 3379 პაციენტიდან 38-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 36 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან 9 აფხაზეთიდანაა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 7093 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 3714 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 43 პაციენტი.
