პირველი ოქტომბრის კოვიდ სტატისტიკა საქართველოში
448 ინფიცირებული, 299 განკურნებული და ორი გარდაცვლილი - ასეთია საქართელოში პირველი ოქტომბრის კოვიდ სტატისტიკა. კრიტიკულ მდგომარეობაში ამ დროისთვის 35 პაციენტი იმყოფება. აჭარა ისევ წითელი ზონაა, ბათუმში კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა, რეგიონში 241 შემთხვევა გამოვლინდა, 194 განიკურნა. ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა იმერეთშიც. 98 შემთხვევიდან უმეტესობა ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს უკავშირდება. სავაჭრო ცენტრი დაკეტილია, თანამშრომლების 70 პროცენტს კოვიდ 19 დაუდასტურდა.
