თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თანამდებობაზე რჩება. თენგიზ ცერცვაძე განაგრძობს თავის მოვალეობას და ცხელების ცენტრებისა და კლინკების მართვას, - განცხადება კლინიკის პიარმენეჯერმა, გოგა ბერიძემ გააკეთა. მისივე ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძეს დაგეგმილი აქვს აჭარის რეგიონში ვიზიტი, სადაც ის კოვიდვითარებას ადგილზე გაეცნობა. გოგა ბერიძე ასევე განმარტავს, რომ თენგიზ ცერცვაძე რჩებოდა და რჩება მმართველი პარტიის აქტიურ მხარდამჭერად.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
