"ქრონიკის“ ინფორმაციით რუკა, რომლის შესახებ ქართული და აზერბაიჯანული მხარე წლების წინ შეთანხმდა და ამ დრომდე დაკარგული იყო, თბილისშია ნაპოვნი
დოკუმენტის ორიგინალი, სავარაუდოდ, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისიის ერთ-ერთი ყოფილ წევრს ჰქონდა. "ქრობნიკის" ინფორმაციით, ნატალია ილიჩოვა არის სწორედ ის ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ ორიგინალ რუკას ინახავდა და რომლისგანაც ის ამოიღეს. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩხრეკა ჩატარდა კომისიის სხვა წევრების სახლებშიც, მათ შორის შემოწმდა ივერი მელაშვილის საცხოვრებელიც და სამუშაო კაბინეტიც, დღეს ის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტშია დასაქმებული. მელაშვილი აცხადებს, რომ რუკის დედანი ერევანში ინახება. გამოძიება იმ პირთა საქმიანობით არის დაინტერესებული, რომლებიც კომისიაში 2006-2007 წლებში მუშაობდნენ. პროკურატურა თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის საფგუძველზე უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტს იკვლევს
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
