ეკატერინე ტიკარაძის სიტყვა "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, 3-ჯერ გაიზარდა ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც 8 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფინანსდა და შედეგად ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობდა 40%-დან 100%-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატრინე ტიკარაძემ „ქართული ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, ამოქმედდა C-ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცენდენტო პროგრამა, რომლითაც დღეის მდგომარეობით, 70 000 ადამიანის სიცოცხლე გადარჩა. „2012 წლიდან ორნახევარჯერ გაიზარდა სოციალური დაცვის სფეროს დაფინასება, რაც დღეის მდგომარეობით, 350 მილიონ ლარს შეადგენს, პენსია 100 ლარიდან 220 ლარამდე, სხვადასხვა კატეგორიის პენსიონერებისთვის კი 300 ლარამდე გაიზარდა. სოციალური შეღავათები დაწესდა მაღალმთიანი რეგონების მოსახლეობისთვის. ორნახევარჯერ გაიზარდა საარსებო შემწეობის ოდენობა, ხოლო 5-ჯერ გაიზარდა სოცალურად დაუცველი ბავშვების შემწეობა. ორნახევარჯერ გაიზარდა შშმ პირთა დახმარება. 2013 წლიდან 2020 წლამდე 22500 დევნილი საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილდა“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჯანმრთელობის სფეროს უმთავრეს პრიორიტეტად განისაზღვრება პირველადი ჯანდაცვის სისტემის ფუნდამენტური დახვეწა, რაც უზრუნველყოფს ავადობის ადრეულ გამოვლენას და მოსახლეობის ჯანმრთელობის მაჩვენებელს გააუმჯობესებს. „სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნაობა იქნება. ჯანდაცვაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის მიღწევისთვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ყველა მოსარგებლე მიიღებს უმაღლესის ხარისხის მომსახურებას მისთვის მოსახერხებელ ადგილას და აუცილებლად დაუყოვლებლივ. გაგრძელდება აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფა ქრონიკული დაავადებების ეფექტიანი მართვისთვის. ასაკობრივი პენსია ეტაპობრივად 300 ლარამდე, სხავადასხვა საპენსიო კატეგორიისთვის კი 400 ლარამდე გაიზარდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვგეგმავთ 13 000-ზე მეტი დევნილის ბინებით უზრუნვეყოფას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
