ზალკალიანის სიტყვა კონფერენციაზე
საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის საბჭოს გერმანიის თავმჯდომარეობის კონტექსტში ორგანიზებულ კონფერენციაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის როლზე, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესსა და ევროკავშირთან დაახლოებაზე ისაუბრა. დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრიორიტეტებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი დღის წესრიგის კონტექსტში.
