საქართველოში კორონავირუსით 41-ე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით ორმოცდამეერთე პაციენტი გარდაიცვალა. ის აჭარაში მკურნალობდა. აჭარაში კოვიდ პაციენტთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. რეგიონში დღევანდელი მონაცემებით 241 ინფიცირებულია გამოვლენილი , კლინიკებიდან გაწერეს 194 განკურნებული . ინფიცირებულების გაზრდილი მაჩვენებლის გამო, აჭარაში თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკიდან ექიმების დამატებითი ჯგუფი ჩავა. ბათუმში უკვე იმყოფებიან ქვეყნის წამყვანი ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები.
