ტოვებს თუ არა თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას
თენგიზ ცერცვაძე ამ დრომდე მედიასთან არ გამოჩენილა, თუმცა ჟურნალისტები მას ინფექციურ საავადმყოფოში 19:00 საათისთვის ელოდებიან, სადაც ის სავარაუდოდ მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძემ უკვე მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი წერილით, თუმცა უწყებაში ამ დრომდე კომენტარი არ გაკეთებულა. ინფექციური დირექტორის სავარაუდოდ გადადგომის შესახებ ინფორმაცია არა აქვთ მის თანამშრომლებსაც. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე ცერცვაძის გადადგომას არ ადასტურებს. „ქრონიკასთან“ საუბარში ის ამბობს, რომ დაზუსტებული ინფორმაცია არავის აქვს.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
