"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა
კანონმდებლობის შესაბამისად ჩვენ წარვადგინეთ სია. ეს არის 150-კაციანი სია. მასში არიან როგორც მოქმედი დეპუტატები, ისე ახალი სახეები. მთლიანობაში ჩვენ გვეყოლება თვისობრივად გაძლიერებული საპარლამენტო გუნდი. ესეც უნდა გახდეს საფუძველი ჩვენი საარჩევნო წარმატების, გარდა იმ საარჩევნო პროგრამისა, რომელსაც წარვადგენთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის საპარლამენტო სიის წარდგენის შემდეგ განაცხადა. „ჩვენი მაჩვენებელი შეიძლება იყოს 60%-იც, აქედან გამომდინარე დაახლოებით 70 კაცი შეიძლება იყოს პროპორციული სიიდან გამსვლელი, მთლიანობაში კი ჩვენ გვაქვს რესურსი რომ დაახლოებით 100 დეპუტატით ვიყოთ წარმოდგენილი ახალ პარლამენტში“, - აღნიშნა კობახიძემ. მისივე თქმით, დღევანდელი განწყობა არის ის, რომ კოალიციური ხელისუფლება გამორიცხულია. „ქართულ ოცნებას შეუძლია ერთპარტიულად მთავრობის ფორმირება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სტაბილურად გაგრძელდეს ჩვენი განვითარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
