რუსთავში „კლუბი 60 + „ გაიხსნა
რუსთავში „კლუბი 60 + „ გაიხსნა. მისი მიზანია უფროსი თაობის სოციალიზაციას და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, კლუბის წევრებს საშუალება ექნებათ, ახალი ცოდნა და უნარები შეიძინონ და ახალგაზრდებს გაუზიარონ. კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, თავდაპირველად აქტივობები ჩატარდება ონლაინ ფორმატში, მომავალში კი სრულფასოვან სახეს მიიღებს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ. გიორგი მაკარიძის განმარტებით ლიბერთი ბანკი, როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის პარტნიორი და ხანდაზმულთა ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების ხელშემწყობი, აქტიურად უჭერს მხარს "კლუბ 60+" საქმიანობას.
