როგორ მუშაობს წინასაარჩევნოდ სოციალური მედია
არჩევნებამდე ერთი თვით ადრე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ შეისწავლა პოლიტიკური პარტიების, მათი ლიდერების, კანდიდატების, ასევე, სხვადასხვა საჯარო ინსტიტუტებისა მუნიციპალიტეტის ორგანოების ოფიციალური გვერდები. შედეგებით ირკვევა, რომ ფეისბუქს ხშირად იყენებენ ამომრჩევლის მანიპულირების მიზნით.
