სპორტულ ცენტრ „იმედის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
სპორტულ ცენტრ „იმედის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. განახლებული საფეხბურთო ცენტრი დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა მოედანი; შეიცვალა შენობის სახურავი, კედლები და ფასადი. ასევე, დაიგო მოედნის საფარი. განახლდა საცურაო აუზის სისტემა; მოეწყო ახალი გასახდელები და საშხაპე ოთახები.
