პირველიდან მეექვსე კლასების ჩათვლით საკლასო ოთახებში სწავლა განახლდა
დღეიდან პირველიდან მეექვსე კლასების ჩათვლით საკლასო ოთახებში სწავლა განახლდა. ხოლო მეშვიდე-მეთორმეტე კლასებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში რჩება. ეს ეხება თბილისს, რუსთავს, ქუთაისსა და ზუგდიდს. რაც შეეხება გორსა და ფოთს, იქ სწავლა საკლასო ოთახებში სრულად დაიწყო. აჭარას რეგიონში კი სწავლის განხლება დამოკიდებულია ეპიდ ვითარებაზე. განათლების სამინისტრო მშობელს უფლებას უტოვებს სურვილის შემთხვევაში მოსწავლემ ისარგებლოს ონლაინ სწავლებით. სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით განათლების მინისტრი დღეს პირველ გიმნაზიაში იმყოფებოდა . მიხეილ ჩხენკელმა მოინახულა ახალაშენებული 220- ე საჯარო სკოლაც.
