პრემიერის სამშვიდობო ინიციატივა
"საქართველო მზად არის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილეებს დიალოგის გამართვის მიზნით თბილისში უმასპინძლოს" - განცხადებას პრემიერ-მინისტრი ავრცელებს. საქართველოს ინტერესია, რაც შეიძლება, სწრაფად დამყარდეს მშვიდობა რეგიონში და მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით - საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი . პრემიერის შეთავაზებას ბრიუსელშიც გამოეხმაურნენ, სადაც გახარიას ვიზიტი უკვე დასრულდა.
