ზუსტად 8 წლის წინ "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება დაამარცხა
ზუსტად 8 წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბერს "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება დაამარცხა და ქვეყნის მმართველობაში მოვიდა. ეს იყო პირველი არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა. ამას წინ უძღვოდა მრავალწლიანი პოლიტიკური დაპირისპირებები იმდროინდელ ხელისუფლებასთან. არჩევნების შედეგები აღიარა, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობამ, ისე მისმა მონაწილე ყველა მხარემ.
