საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გაჯონამრთელდა 299 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ეს ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 6 640 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 419-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 5 445 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 გადის. „კოვიდსასტუმროში“ მყოფი ადამიანების რაოდენობა 1000 შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 39 მოქალაქე.
