საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გადაცემაში „ღია ეთერი“
პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსია პირველმა „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა ხელი. დაუშვებელია სიძულვილის ენა, მიუღებელია დეზინფორმაცია, ტყუილი, ეთნიკური შუღლის ჩამოგდება და ა.შ., - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. „ამ რადიკალურ ჯგუფებს არ უნდოდათ კოდექსს მიერთებოდნენ და ხელი მოეწერათ. აქაც საერთაშორისო პარტნიორების წნეხის შედეგად, იძულებული გახდნენ, რომ ეს დოკუმენტი მათაც გაეზიარებინათ. სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა პარტიული ინტერესების დაყენება არ შეიძლება, არ შეიძლება სიძულვილი, ძალადობა, მუქარა. ჩვენ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელების დროს, შევთავაზეთ ოპოზიციურ ჯგუფებს სიძულვილის ენის დარეგულირება. მათ ამას მხარი არ დაუჭირეს. საკითხი, მათი მხრიდან, სიძულვილის ენის სასარგებლოდ გადაწყდა. ეს არის ქრონოლოგია, ეს არის ფაქტები. რას ამზადებს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც კრიმინალური გაერთიანება, სხვა მის სატელიტ პარტიებთან ერთად და რა სქემა აქვთ. ეს არის ერთიანი სქემა. პირველი თვითლუსტრაცია განხორციელდა ამ ჯგუფების, როდესაც კონსტიტუციაში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს. არ დაუჭირეს მხარი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, მათ წნეხის შედეგად მოუწიათ, პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის მხარდაჭერა. ბოლო პერიოდში, ნაცვლად იმისა, რომ ამ ქცევის კოდექსით აღებული ვალდებულება, რომ მოახდინონ პრევენცია, მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს, რომ გაერიდონ სიტუაციებს, არ მოახდინონ პროვოკაცია, ისინი საპირისპიროს აკეთებენ. ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენ ვუზრუნელყოფთ რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ საქართველში. ჩვენ ვქმნით ყველანაირ გარემოს იმისთვის, რომ არჩევნები იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ და სამართლიანად წარმართული და ჩატარებული. ისინი ვერ შემოდიან კონკურენტულ გარემოში და ერთადერთი გამოსავალი რჩებათ, დესტაბილიზაცია, რაც შეიძლება ბევრი ძალადობრივი ქმედების შესახებ, მეტი მუქარის შესახებ, დეზინფორმაცია ჩაიწეროს ანგარიშებში. უნდათ ეს ყველაფერი აისახოს ანგარიშებში და კითხვის ნიშნები გაჩნდეს არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ პროვოკაციებს არ ვყვებით, ყველა ვინც ჩაიდენს დანაშაულს უმკაცრესად დაისჯება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
