პროკურატურა სამთავრობო კომისიის საქმიანობას სწავლობს
სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმება. პროკურატურა სამთავრობო კომისიის საქმიანობას სწავლობს, საგამოძიებო უწყებას არც საეჭვო შეთანხმების დრო უხსენებია და არც კონკრეტული პერსონები, ყველა დეტალი მიხეილ სააკაშვილმა გათქვა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი აქტიურად საუბრობს თემაზე, რომლის პოლიტიზება მმართველი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია. საკითხის ეროვნული მნიშვნელობის გათვალისწინებით, უპასუხოდ რჩებოდა ის შეტევაც, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ახალი კარტოგრაფიული მასალების ხსენების შემდეგ ოპოზიციისგან მიიღო. დოკუმენტებზე საუბრისას ექსპერტები იმ რუკას იხსენებენ, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანს შორის 1998 წელს შეთანხმდა და შემდეგ გაქრა.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
