მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებაც
მწვავე სამხედრო დაპირისპირება ორ ქვეყანას შორის უკვე მეოთხე დღეა არ წყდება. მხარეები ისევ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით იერიშების მიტანაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
