პრემიერის სამშვიდობო ინიციატივა
საქართველო მზად არის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილეებს, დიალოგის გამართვის მიზნით უმასპინძლოს - განცხადებას პრემიერ-მინისტრი ავრცელებს, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი ჩვენი მოქალაქეები ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ, როგორც ქვეყნის, ასევე, მთლიანად რეგიონის განვითარებასა და გაძლიერებაში. საქართველოს ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა რეგიონში და მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში, - წერს პრემიერ მინისტრი.
