დამოუკიდებელი ანალიტიკური გამოცემა "ემერჯინგ იუროფი" სტატიას აქვეყნებს
საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის ხელახლა დაძვრის კუთხით გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას დამოუკიდებელი ანალიტიკური გამოცემა ემერჯინგ იუროფი. სტატიის ავტორი, გასულ კვირას, საქართველოში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ ოფიციალურ ვიზიტს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კომუნიკაციის აღდგენის კუთხით გადადგმულ პირველ არსებით გადამწყვეტ ნაბიჯად აფასებს. სტატიაში ნათქვამია, რომ ბაქოსა და თბილისს საკმაოდ მყარი ურთიერთობა აქვთ. სტატია შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ სადავო საკითხებსაც, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარლგებში ყველაზე რელევანტურად დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი სახელდება. ავტორი წერს, რომ შეხვედრისად, დავით ზალკალიანმა მის აზერბაიჯანელ კოლეგას ახალი კარტოგრაფიული მასალები და საექსპერტო დასკვნები წარუდგინა, რამაც საქართველოს აზრით შესაძლოა სასაზღვრო უთანხმოებას ნათელი მოჰფინოს. ანალიტიკური გამოცემის სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ძლიერი თანამშრომლობა და მრავალწლიანი პარტნიორობა, არა მხოლოდ ხელს უწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში, არამედ აძლიერებს ევროპის ენერგო-უსაფრთხოებასაც.
