მცხეთაში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო სხდომა იმართება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში არასრულწლოვანთა პროცესი განახლდება. დაიკითხებიან მოწმეები. ადვოკატ არჩილ ბერიანიძის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე, სავარაუდოდ, მოწმედ წარმოდგენილი იქნება გურამ ამირხანაშვილი. ადვოკატი ვარაუდობს, რომ წარდგენილ ბრალდებასთან მისი დაცვის ქვეშ მყოფის შეხება არ გამოიკვეთება. 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.
