თავდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
უწყება განმარტავს, რომ მოკვლევა უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს. ტექსტში განმარტებულია, რომ ძიებას საფუძვლად დაედო სწორედ თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თავდაცვის უწყებიდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. საკითხზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ და საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა.
