გიორგი გახარია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
როგორც გახარია აღნიშნავს, საქართველოს ორივე ქვეყანასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს და ეს ჩვენი საერთო ინტერესია, რომ რეგიონში რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა. „აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილია მძიმე ვითარება, არის დიდი მსხვერპლი და სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე. კვლავ მოვუწოდებთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მაქსიმალურად გამოიყენონ თავისი შესაძლებლობები ესკალაციის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს ორივე ქვეყანასთან - აზერბაიჯანთან და სომხეთთან.
