მეცხრე მოწვევის პარლამენტი არჩევნებამდე ბოლო პლენარულ სხდომას მართავს
დღეს, მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას ასრულებს და ბოლო პლენარულ სხდომას გამართავს. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საკანონმდებლო ორგანომ პლენარული სხდომების გამართვა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა შეწყვიტოს. საქართველოში არჩევნები 31 ოქტომბერს იმართება.
მე-9 მოწვევის პარლამენტმა საქმიანობა 2016 წლის 18 ნოემბერს დაიწყო. პარლამენტში 4 წელიწადში ორი თავმჯდომარე შეიცვალა. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე იკავებდა. 2019 წლის ივნისის მოვლენებისა და ე.წ. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ მან თანამდებობა დატოვა. შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე მმართველი გუნდიდან არჩილ თალაკვაძე გახდა.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
