კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით კვლავ ყველაზე რთული ვითარება აჭარაშია
კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით კვლავ ყველაზე რთული ვითარება აჭარაშია, სადაც დღეს მეთერთმეტე პაციენტი გარდაიცვალა. 61 წლის ქალი ბათუმში მკურნალობდა. რეგიონში გასულ დღე ღამეში კოვიდ 19-ით ინფიცირების 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდ-მდგომარეობისა და არსებული სტატისტიკიდან გამომდინარე, აჭარაში მობილიზებულები არიან ქვეყნის წამყვანი ეპიდემიოლოგები.
სიუჟეტის ავტორი: დაჯი ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
