მარნეულში განვითარებულ მოვლენებს ცესკოს თავმჯდომარე ეხმიანება
ბრალდებები საფუძველს მოკლებულია და გვესმის არასწორი ინფორმაციის ტირაჟირება. ასეთი ტიპის ინფორმაციები საარჩევნო პროცესს აზიანებს, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ საუბნო საოლქო კომისიებთან მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით განაცხადა. „ჩვენ ვნახეთ სამწუხარო ფაქტები, რომელმაც კამპანიური ხასიათი მიიღო, რაც ხდება ოლქის გარეთ, მაშინ როცა შიგნით, საუბნო კომისიებში სხდომები მიდის გამჭვირვალედ, კანონის დაცვით. მათ წარმომადგენლებს აქვთ ჩვეულებრივ დასწრების საშუალება, იღებენ მონაწილეობას კიდეც. ის ბრალდებები, რომელიც საფუძველს მოკლებულია და გვესმის არასწორი ინფორმაციის ტირაჟირება, ასეთი ტიპის ინფორმაციები საარჩევნო პროცესს აზიანებს. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს გააკთებს კანონის ფარგლებში, გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით, ყველა შესაძლებელ უფლებამოსილ პირს ექნება მონაწილეობის უფლება და მოვუწოდებთ ყველა დამოუკიდებელ ობიექტურ დამკვირვებლებს, პროცესში აქტიურად ჩაერთონ“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
