ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან
ეს არის სუსტი ქმედება, ის რაც აქ მოხდა არის სუსტი კაცების საქმე, - ასე შეაფასა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტზე თავდასხმას. სესიაშვილის თქმით, მომხდარზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს და ის დარწმუნებულია, რომ დამნაშავეებს მალე დააკავებენ. დეპუტატი ასევე ეჭვობს, რომ თავდასხმის უკან მმართველი გუნდის ოპონენტები არიან, რადგან ბოლო დროს ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციებს ახორციელებენ.
