ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს დღეს ევროკომისიასა და ევროპარლამენტში განაგრძობს
ევროკომისიაში დაგეგმილია გიორგი გახარიას შეხვედრები ევროკომისრებთან - იუსტიციის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში, ხოლო ევროპარლამენტში - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესა და ევროპარლამენტარებთან. პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დღეს სრულდება. სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი იმყოფებიან.
