კახა კალაძე მედიისთვის განცხადებას აკეთებს
თბილისის მერია მთაწმინდის პარკის საბაგიროს აღსადგენად საამშენებლო კომპანიის შესარჩევ ტენდერს გამოაცხადებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მთაწმინდის საბაგიროს აღდგენაზე მუშობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა შეჩერდა.
კალაძის განცხადებით, მათ პროექტის განხორციელებას თანმიმდევრულად შეუდგნენ. ერთ-ერთი საკითხი იყო იქ მცხოვრები მოსახლეობის განსახლება. მერმა აღნიშნა, რომ შეთანხმება უკვე მიღწეულია და ეს პროექტი განხორციელდება. მერია მზადაა გამოაცხადოს ტენდერი საამშენებლო კომპანიის შესარჩევად. საბაგიროს აღდგენის შემდეგ მთაწმინდის პარკში მოხვედრა 4 წუთში იქნება შესაძლებელი.
