„ქართული ოცნება“ მარნეულში გუშინ მომხდარი ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ნაციონალურ მოძრაობას აკისრებს
გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო დესტაბილიზაციისა და არეულობის მცდელობებს არ დაუშვებს და ყველა, ვინც კანონის ფარგლებს გასცდება, უმკაცრესად დაისჯება“. საღამოს ინციდენტზე საუბრისას განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ „ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ და მმართველი გუნდის მხარდამჭერებზე, როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად დაიწყეს ძალადობა. რის შემდეგაც ვითარება გართულდა და კონფლიქტი ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა“. - ეს არის ქართული ოცნების ოფიციალური განცხადების შინაარსი.
