სოზარ სუბარი: სააკაშვილს ისტორიის განმეორება სურს, ახლა ისევ ფიქრობს, რომ ქვების სროლითვე დაბრუნდება
როგორც ჩანს, სააკაშვილს ისტორიის თავიდან დაწყება, განმეორება სურს. ბოლნისიდან დაიწყო ქვების სროლით, ქვების სროლა გააგრძელა 2012 წლის არჩევნებზე და ახლა ისევ ფიქრობს, რომ ქვების სროლითვე დაბრუნდება, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“, მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. სოზარ სუბარის თქმით, ვითარების ძალადობრივი მეთოდებით დაძაბვის მცდელობა მათ არ გამოუვათ. მან ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს წინაშე მსგავს დაპირისპირებაზე ყველა პასუხისმგებელმა პასუხი სასამართლოს წინაშე უნდა აგოს და მნიშვნელობა არ აქვს ვისი მხარდამჭერები იქნებიან ისინი.
