მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი
მთიან ყარაბაღში, ფრონტის მთელ ხაზზე საომარი მოქმედებები გრძელდება. სომხეთის თავდაცვის უწყება ინფორმაციას ავრცელებს კონფლიქტში თურქეთის პირდაპირ ჩარევაზე. აზერბაიჯანი კი სომხეთს ომის დანაშაულების ჩადენას ედავება. მედიაში გავრცელებული ცნობით, საომარ მოქმედებებს 3 დღეში 100-მდე ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც ემსხვერპლნენ. საერთაშორისო საზოგადოება დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
