კორონავირუსს დღეს 4 ადამიანი ემსხვერპლა
314 ინფიცირებული და 270 განკურნებული პაციენტი. კორონავირუსმა დღეს ოთხი ადამიანი იმსხვერპლა და ახლა გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 36-ია. ქვეყანაში კოვიდ 19-ის სტატისტიკა მზარდია. წითელ ზონად რჩება აჭარა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 225 შემთხვევა სწორედ ავტონომიურ რესპუბლიკაშია. თბილისში - 35, იმერეთში - 22, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 18, შიდა ქართლში - 9, სამცხე-ჯავახეთში - 3, გურიაში- 1, ქვემო ქართლში ასევე 1 ახალი შემთხვევა აღირიცხა. თებერვლის ბოლოდან დღემდე საქართველში ჯამში, კორონავირუსი 5866 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან გამოჯანმრთელდა 2324 პაციენტი. კორონავირუსი ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში 13 ბენეფიციარსა და შვიდ თანამშრომელს დაუდასტურდა. ინფიცირებულთა ნაწილი კლინიკაშია გადაყვანილი, ნაწილი კი სასტუმროშია.
სიუჟეტის ავტორი: ნუცა ტრაპაიძე-14-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
