მესამე სექტორმა წინასაარჩევნო გადაცდომების შეჯამება დაიწყო - ISFED სააკაშვილის არჩევნებში მონაწილეობაზე
მესამე სექტორმა წინასაარჩევნო გადაცდომების შეჯამება დაიწყო. ერთ-ერთი პირველი იყო „სამართლიანი არჩევნები“, რომლის ყურადღების ცენტრში ბოლო დროის ინციდენტებთან ერთად, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის აქტიურობაც მოხვდა. ყოფილმა მთავარსარდალმა თავისი ნებით დათმო იმ ქვეყნის მოქალაქეობა, რომელსაც მართავდა. შესაბამისად, მასზე ქართული კანონმდებლობა ისევე მოქმედებს, როგორც უცხოელებზე. ქართულ პოლიტიკაში მისი აქტიურობა და ჩარევის მცდელობა კი უკანონოა. საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის მეორე თავი ამბობს შემდეგს: „სახელმწიფო უფლებამოსილია კანონით დააწესოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა”. არასამთავრობო ორგანიზაცია ცესკოს მიმართავს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
