დაპირისპირება მარნეულში - საოლქო საარჩევნო კომისიასთან განვითარებული მოვლენების ქრონიკა
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მარნეულში. საოლქო საარჩევნო კომისიასთან მომხდარის შედეგად, ცესკოს ტექნიკური თანამშრომელი დაშავდა. ცოტნე ბოჭოიძე თავდასხმაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, ლაშა ქველაძეს ადანაშაულებს. ქველაძის გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება. ბოჭოიძის სამედიცინო ექსპერტიზა კი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
