თეა წულუკიანი იუსტიციის სამინისტროს რვაწლიან ანგარიშს აჯამებს - საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო, თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს
ვიცე-პრემიერი და იუსტიციის მინისტრი, უწყების მუშაობის 8 წლიან ანგარიშს წარადგენს და გასული წლების საქმიანობას აჯამებს. ღონისძიება საჯარო რეესტის ახალ სათავო ოფისში იმართება. ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენ გავატარეთ ყველა ის ფუნდამენტური რეფორმა, რომელმაც ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტი თავისუფლება და ინსტიტუციური დემოკრატია მისცა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უწყების 8-წლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციისას. „გავატარეთ რეფორმები, რომელთაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებასა და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას შეუწყო ხელი. პირველ რიგში, გატარდა სასამართლოს საკანონმდებლო რეფორმა, მოხდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზაცია და მასში წევრობა შეუწყდათ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. მოსამართლე გახდა მაქსიმალურად დაცული გარე ზეწოლისგან“ - განაცხადა უწყების პირველმა პირმა.
