საქართველო ნატოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია - ალიანსის გენერალური მდივნის გზავნილი
საქართველო ნატოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეს ალიანსის გენერალური მდივნის გზავნილია. იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერს ნატოს პირადი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა. „მივესალმებით იმ წინსვლას, რომელიც საქართველოს აქვს მიღწეული, თქვენი ქვეყანა უკვე წარმატებულია და აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულობას“, განაცხადა სტოლტენბერგმა. გიორგი გახარიასთან პირისპირ შეხვედრა ბრიუსელში, ნატოს შტაბ ბინაში შედგა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პოლიტიკური განზომილების შენარჩუნება. ასევე საქართველოს ფუნქციის, ახალი როლის წარმოჩენა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში. საუბარი შეეხო არჩევნებსაც. იენს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ პროცესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარიმართება, გახარიამ კი პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
