განათლების მინისტრის მოადგილემ და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური ცენტრის წლიური ანგარიში წარადგინეს
ღონისძიებას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ. ანგარიშის წარდგენისას რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე გამახვილდა ყურადღება, მათ შორის მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის შესაძლებლობების და მომსახურების მიწოდების პროცესის გაძლიერებაზე.
